четверг, 16 мая 2024 г.

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის მე-10 დღე 

17.05-ის 14:14 სთ.დან    18.05-ის 15:14 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:

კირჩხიბის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.

მოქმედება:

გამარჯვება.

სახელწოდება:

ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.

ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.

მისტიური ზეგავლენა:

სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.

მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.

სოციალური ზეგავლენა:

საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი არ იშიმშილოთ.

მე-10 მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.

ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.

მედიტაცია:

გენიოლოგიური ხე.


მთვარე იმყოფება   ,,ქალწულის''   ზოდიაქოში      16.05-ის 1:33 სთ.დან  18.05-ის 14:22 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ თხის რქის და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება მორიელის და კირჩხიბის  ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და   ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და  თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები ლომის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი მშვილდოსნის და ტყუპების  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 17 მაისი არაერთგვაროვანი დღე იქნება. 15 საათამდე დღე კრიტიკულია, ამავე საათის შემდეგ, მთვარის მე-10 დღის დადგომიდან, დღის შემდგომი მონაკვეთი დადებითი იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili